თბილისში, ბინაში მცხოვრებმა, კარადაში გველი ნახა
1781293794
საქართველოს პარლამენტმა 87 ხმით „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება მიიღო. როგორც დადგენილების პროექტის წარდგენისას, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საკონკურსო კომისია 9 წევრისგან შედგება. ესენი არიან: გივი აბესაძე, მარიამ გვიდიანი, როზეტა გუჯეჯიანი, თამარ კეკენაძე, დავით მაღლაფერიძე, ერმილე მესხია, ნინო მეუნარგია, სოფიო ნიკოლაიშვილი და შორენა შავერდაშვილი.
„კომისიის წევრები შესაბამის სუბიექტებთან კონსულტაციის გზით შეირჩა. ვგულისხმობ იმ სუბიექტებს, რომლებსაც უფლება აქვთ დაასახელონ კანდიდატები, ესენია: საპარლამენტო უმრავლესობა, საპარლამენტო ოპოზიცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და სახალხო დამცველი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.