სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
1759592837
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების ნაწილი უკვე შეიკრიბა. მოქალაქეებმა შეკრება დაახლოებით ორი საათის წინ დაიწყეს. აქცია 16:00 საათზე იყო დაანონსებული. დედაქალაქის მთავარი გამზირი უკვე გადაკეტილია. რუსთაველის გამზირზე მივიდნენ აქციის ის მონაწილეებიც, რომლებიც მსვლელობით უნივერსიტეტიდან და ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან მიემართებოდნენ.
შეკრების მთავარი ადგილი თავისუფლების მოედანია. აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე ეტაპობრივად ინაცვლებენ.
დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს მოუწოდა, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.
სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
1759592837