დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სრულად უზრუნველყო საარჩევნო პროცესის გამართულად ადმინისტრირება - ერტონ სინანი

ერტონ სინანი

"დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სრულად უზრუნველყო საარჩევნო პროცესის გამართულად ადმინისტრირება" - ამის შესახებ ალბანეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის უფროსმა, ერტონ სინანიმ განაცხადა.

მისი თქმით, აშკარაა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სწორი და წარმატებული საინფორმაციო კამპანია განახორციელა.

"დღეს ჩვენ რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდით, ამჟამად, უკვე სამ საარჩევნო უბანზე დავაკვირდით კენჭისყრის პროცესს და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სრულად უზრუნველყო საარჩევნო პროცესის გამართულად ადმინისტრირება. თვალსაჩინოა, რომ ამომრჩევლებს აქვთ ინფორმაცია ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სწორი და წარმატებული საინფორმაციო კამპანია განახორციელა", - ამბობს ერტონ სინანი.