რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1744659848
პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დღეს მორიგ სხდომას ჩაატარებს. საგამოძიებო კომისიის წევრები მოუსმენენ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარებას 2003–2012 წლებში; განიხილავენ შიდა და საგარეო პოლიტიკური პროცესებს 2012–2024 წლებში. ასევე პარლამენტის საგამოძიებო კომისია ამირან (ბუტა) რობაქიძის, ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტებს მოისმენს.
სხდომაზე მიწვეულნი არიან დოდო და გიორგი აფრასიძეები, ასევე სოსო რობაქიძე. აღსანიშნავია, რომ კომისიის მიერ მიწვეულნი არიან გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით პარლამენტში წარდგენას არ აპირებენ.