ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
16-17 სექტემბერს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როთ“-ის რიგით 106-ე სემინარი გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ უმრავლესობის წევრის ხატია წილოსანის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა.
სემინარის ფარგლებში განხილული იყო ნატო-ს ალიანსის წევრების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, დემოკრატიული მედეგობა და ევროპული უსაფრთხოების გამოწვევები. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთ-უკრაინის ომს და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას ომის საბოლოო დასრულებამდე. განხილვებისას, ხაზი გაესვა პოლონეთის სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობას და მის როლს არსებულ კონფლიქტში.
დისკუსიისას, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ხატია წილოსანმა ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურ ჩართულობას ნატო-ს საერთაშორისო მისიებში და ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა, საქართველო კვლავ აგრძელებს დემოკრატიული რეფორმების გატარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სრულფასოვან წევრობას ევროკავშირსა და ნატო-ში.
სემინარში ასევე მონაწილეობდა დელეგაციის წევრი თეონა აქუბარდია.