პარლამენტის კომიტეტებს თვეში მხოლოდ ერთი სხდომის ჩატარების ვალდებულება ექნებათ

პარლამენტის ფოიე

პარლამენტის კომიტეტებს თვეში მხოლოდ ერთი სხდომის ჩატარების ვალდებულება ექნებათ. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის.

დღეს მოქმედი რეგლამენტით, კომიტეტს თვეში არანაკლებ ორი სხდომის გამართვის ვალდებულება აქვს. ამასთან, ცვლილებებით, კომიტეტი ვალდებული აღარ იქნება, სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის სამუშაო შეხვედრების ოქმები პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს.

ცვლილებებით, კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას კომიტეტი განსაზღვრავს, მაგრამ სასესიო პერიოდში უნდა გაიმართოს თვეში არანაკლებ ერთი სხდომა. კომიტეტის სხდომა შეიძლება, გაიმართოს სხდომის გამართვის თარიღის და დღის წესრიგის გამოქვეყნების დღიდან არაუადრეს მეორე კალენდარული დღის. ასევე, ზუსტდება შემთხვევები, რომლებზეც აღნიშნული ვადა არ გავრცელდება. ეს შემთხვევებია – კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა, ასევე, კომიტეტის სხდომის იმავე დღისთვის გადადება.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით, შესაძლებელი იქნება, კომიტეტის სხდომების სასესიო კვირის ისეთ დღეებში გამართვა, როდესაც პარლამენტის პლენარული სხდომა არ იქნება