პარლამენტი ხვალ "საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" პროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე იმსჯელებს

 პარლამენტი

 ხვალ, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე "საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" პროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე იმსჯელებს.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 3 მილიარდი ლარით არის გაზრდილი.

ირაკლი კირცხალიამ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზეც, რომ ეკონომიკა ჩვენი ქვეყნისთვის ფუნდამენტური საზრუნავია და ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ საქართველო ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს.