1762805268
უკრაინაში ომი გრძელდება - რუსეთის თავდასხმის სამიზნე გახდა დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის და დნიპროპეტროვსკის ოლქები
ომი გრძელდება უკრაინაში - რუსეთის თავდასხმის სამიზნე გახდა დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის და დნიპროპეტროვსკის ოლქები. დრონებით განხორციელებული და სარაკეტო დარტყმების შემდეგ, არის მსხვერპლი. დაშავებულია ათზე მეტი ადამიანი.
განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, რეგიონებში სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.
რთული რჩება ვითარება ფრონტის ხაზზე. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, დონეცკის ოლქში, პოკროვსკში და მირნოგრადში უკრაინელები პოზიციების შენარჩუნებას ცდილობენ, რუსეთის ძალებმა კი ამ მიმართულებებზე შეტევებს გაააქტიურეს.
ქალაქების ქუჩებში შეტაკებები მიმდინარეობს.










