მატარებელს ხაშურთან ცეცხლი გაუჩნდა - რა დეტალებია ცნობილი
1745580302
პარლამენტი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილების განხილვას დაჩქარებული წესით განაგრძობს. საკითხი დღეს მეორე მოსმენით უკვე სესიაზე უნდა გავიდეს. მანამდე კი მასზე კანონმდებლები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.
ოპოზიცია საქართველოსთვის იმ უმნიშვნელოვანეს პროექტებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის დაფინანსებაც სწორედ დასავლური ქვეყნებიდან მოხდა.
"დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერილი პროექტებით კეთდებოდა უამრავი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საქმე. იქნებოდა ეს ჯვრის მონასტრის აღდგენა, იქნებოდა ეს კულტურული მემკვიდრეობა, კეთილდღეობა თუ დემოკრატიული რეფორმების განხორციელება. ბრძოლა მიდის იმ ინტერესების წინააღმდეგ, რომელიც ხორციელდებოდა ხელშეკრულებების საფუძველზე დასავლურ ქვეყნებთან და საიდანაც ხდებოდა ორგანიზაციების დაფინანსება, იმიტომ რომ ქვეყანას არ ჰქონდა და არ აქვს რესურსი ამ ყველაფრის გასაკეთებლად," - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია.
ცნობისთვის, კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტის მიცემის შესაძლებლობა ექნება. დოკუმენტი ითვალისწინებს ასევე შესაბამისი სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნას