აშშ-ს საელჩო მარკო რუბიოს და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე განცხადებას ავრცელებს
1774935371
პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით განიხილავს „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლებიც 6 წელზე მეტი დროის მსუბუქ ავტომობილებზე, აქციზის განაკვეთის ზრდას ითვალისწინებს.
საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების მთავარი სიახლე არის ის, რომ კანონპროექტით დგინდება ახალი სპეციალური ტარიფები ძრავის მოცულობის მიხედვით, ამასთან, უქმდება აქციზის ძველი გრაფა. ძველი ტარიფით ისარგებლებენ ისინი, რომელთა ავტომობილები საქართველოში 2026 წლის 1-ელ აპრილამდე შემოვიდა ან ტრანსპორტირება ამ თარიღამდე დაიწყო. სახმელეთო ტრანსპორტით შემოყვანის შემთხვევაში, ძველი განაკვეთი შენარჩუნდება, თუ ავტომობილი ქვეყანაში 2026 წლის 1-ელ ივლისამდე შემოვა.