სკოტ ბესენტი: დროთა განმავლობაში ამერიკა ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს დაიბრუნებს

სკოტ ბესენტი

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ შტატები მალე მოიპოვებს კონტროლს ჰორმუზის სრუტეზე და თავისუფალი ნავიგაცია განახლდება.

განცხადება ბესენტმა Fox News-ის ეთერში მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ, თუ ჰორმუზის სრუტეს არ გახსნის, ის სანავთობო ობიექტებზე ამერიკული იერიშების რისკის წინაშე აღმოჩნდება.

„ენერგობაზარი კარგად არის მომარაგებული და ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად სულ უფრო მეტი გემი გადის, რადგან ცალკეული გემები ამ დროისთვის ირანის რეჟიმთან გარიგებებს დებენ, თუმცა დროთა განმავლობაში ამერიკა სრუტეზე კონტროლს დაიბრუნებს“, - თქვა ბესენტმა.