მოსკოვში აცხადებენ, რომ მიიღეს ცხრა ქვეყნის დასტური, რომ მათ BRICS-ის პარტნიორობა სურთ
1734977561
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) მიესალმება საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას. განცხადება სოციალურ ქსელ X-ში PACE-ს გვერდზე არის გამოქვეყნებული.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა ასევე, საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელი იულიან ბულაი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, როგორც „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად“ გამოცხადების შესახებ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული მისივე გადაწყვეტილების გაუქმებას მიესალმებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართა, გადახედოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან დაკავშირებით“ გადაწყვეტილებას და არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვისაც საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.