1759591508
პაატა ბურჭულაძემ საორგანიზაციო კომიტეტი წარადგინა

ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ დღეისთვის დაგეგმილი აქციის საორგანიზაციო კომიტეტი წარადგინა.
კერძოდ, მასთან ერთად, კომიტეტში შედიან ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
„ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ვაკეთებთ ამის ორგანიზებას. ძალიან გთხოვთ ყველას, ჩვენთან უნდა მოვიდეს მომავალი ნაბიჯები, უნდა გავყვეთ ყველანი და მოგვიყვანს გამარჯვებამდე. ბრძოლა ბოლომდე. დროშები არ დაგავიწყდეთ, გამარჯვება ჩვენკენ არის“, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.