აქციაზე, სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს

aToneli

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს.

მანამდე, ოპოზიციის აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და ეზოში შეიჭრნენ.

მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ჯებირი გაანგრიეს და სასახლის ეზოში შევიდნენ, სამართალდამცველებმა მათი მისამართით ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს. ადგილზე ვითარება დაძაბულია.

პრეზიდენტის სასახლის ჯებირების გადანგრევასა და ეზოში შეჭრას წინ უძღოდა მურთაზ ზოდელავას განცხადება. "დღეს მამაკაცური ძალა დაიწყებს მოქმედებას - მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს" - განაცხადა ზოდელავამ.