ორმაგი სტანდარტების დემოკრატია - საქართველო, როგორც დასავლური თვალთმაქცობის ასპარეზი

საქ

7 ოქტომბერს, ხორვატიულ ციფრულ მედია გამოცემაში „Epoha” გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარია იმ ორმაგ სტანდარტებზე, რომლებსაც დასავლეთი ცალკეული ქვეყნების და შემთხვევების მიმართ იყენებს.

აღნიშნულია, რომ: „საქართველოში მიმდინარე პროცესები „დასავლური გავლენის ორკესტრირებული დემონსტრირებაა“ და წლების განმავლობაში, საქართველო რუსეთსა და დასავლეთს შორის გეოპოლიტიკური განხილვის საგანი იყო, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კავკასიის ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნებისთვის.

ბრიუსელსა და ვაშინგტონს სურთ, ქვეყანა ნებისმიერ ფასად მოაქციონ თავიანთ გავლენის სფეროში და როდესაც არჩეული მთავრობა შესაბამისად ვერ მოქმედებს, აქტიურდება „სამოქალაქო საზოგადოება“ - ეს ჯგუფები, რომლებსაც ხშირად მხარს უჭერენ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და დასავლური ფონდები, რომლებიც პოლიტიკურ არეულობას დემოკრატიად გვაწოდებენ.