პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1759858624
ქარელში შვილზე ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს. ახალგაზრდა ქალი კი, რომელსაც მშობელი ფიზიკურად გაუსწორდა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ინფორმაციას „მოზაიკა“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მამა შვილს არასასურველ მამაკაცთან დაოჯახებას აიძულებდა.
„გათხოვებას აიძულებდა იმ მამაკაცზე, რომელიც ამ გოგოს არ მოსწონდა. ამას მოჰყვა ჩხუბი, რა დროსაც მამა ფიზიკურად გაუსწორდა. ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის საავადმყოფოში“, - უთხრეს „მოზაიკას“.
„პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 106-ე 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.