ორბანი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი უნგრეთს საზღვრის დაცვისთვის გაწეულ ხარჯებს აუნაზღაურებს

ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია იმაში, რომ ევროპული კომისია მის ქვეყანას ყველა იმ ხარჯს აუნაზღაურებს, რომელიც მან ევროკავშირის გარე საზღვრების არალეგალი მიგრანტებისგან დაცვისთვის დახარჯა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„უნგრეთს უნდა აუნაზღაურდეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხა, რაც საზღვრის დასაცავად დავხარჯეთ. ისინი გადაიხდიან, ეს მხოლოდ დროის საკითხია“, - თქვა ორბანმა.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გერგეი გულიაშმა ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ უნგრეთი მზადაა ევროკომისიას სასამართლოში უჩივლოს და აანაზღაურებინოს საზღვრის დაცვისთვის გაწეული ხარჯები, რაც უნგრული მხარის მტკიცებით საერთო ჯამში 2 მილიარდ ევროს შეადგენს.

ორბანმა უნგრეთის საზღვრები თავშესაფრის მაძიებლებისათვის 2015 წელს დახურა, რამაც მას ქვეყნის შიგნით დიდი რეიტინგი მოუტანა. ორბანი ამ გადაწყვეტილების გამო ძალიან გააკრიტიკეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა.