ზოდიაქოს რომელი ხუთი ნიშანი მიაღწევს თავის მიზანს 2025 წელს
1732219581
მმართველი პარტიის თავმჯდომარე, გასულ კვირას ოპოზიციონერი ლიდერების, სამოქალაქო სექტორისა და პიტერ აკერმანის შეხვედრას ეხმაურება.
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, "გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებებისა და სტრატეგიების ცენტრის" დამფუძნებელთან, პოლიტიკოსებმა ქვეყანაში ხელისუფლების არასაარჩევნო გზით შეცვლის სტრატეგიაზე იმსჯელეს. ცნობილი პოლიტტექნოლოგისა და "ხავერდოვანი რევოლუციების" მომზადების სპეციალისტისგან, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, "ნაცმოძრაობასთან" ასოცირებულმა პირებმა, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის შესახებ მითითებები მიიღეს.
მისივე თქმით, სკანდალურ შეხვედრაზე ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც რადიკალურ ქმედებებს ეწინააღმდეგება არ მიიწვიეს.
ის, რომ ბაკურიანში გამართულ შეხვედრა-სემინარზე საუბრის მთავარი თემა მშვიდობიანი რევოლუციები იყო, არც ოპოზიციური პარტიების წევრები უარყოფენ. პოლიტიკოსების თქმით, გამოცდილი პოლიტტექნოლოგისგან საჭირო რჩევები მიიღეს. ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაზე ბრალდება კი, მათი თქმით მანიპულაციურია.
რაიმე სახის მშვიდობიან რევოლუციურ სცენარზე საუბარს, გამორიცხავენ "სტრატეგია აღმაშენებელში". პარტიაში, რომელიც ირაკლი კობახიძის მტკიცებით, აკერმანთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა, ინფორმაციას პროპაგანდისტულს უწოდებენ.
საუბრებს რევოლუციაზე, "ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებიც ესწრებოდნენ. ფაქტს, დღეს პარლამენტის სპიკერიც გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შეხვედრამ ბაკურიანში, ზღვარი პოლიტიკოსებსა და არასამთავრობოების ნაწილს შორის თითქმის წაშალა.
კონკრეტულად რა თემები განიხილებოდა პიტერ აკერმანთან ბაკურიანში და რატომ ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეხვედრას - ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დღეს სამოქალაქო სექტორში არ ისურვეს. ინტერვიუზე უარი თქვა ზურაბ ჯაფარიძემაც. ერთადერთი, ვინც "კურიერის" კამერასთან გამოჩნდა ელენე ხოშტარია იყო. "დროას" ლიდერი ამბობს, რომ მსჯელობა სემინარზე მხოლოდ მშვიდობიანი წინააღმდეგობების ისტორიას ეხებოდა.
უკრაინაში ომის ფონზე, მსგავს შეხვედრას "რევოლუციური კომიტეტის" შექმნის მცდელობად აფასებს და ფაქტს ანტისახლმწიფოებრივს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ლიდერების მტკიცებით, საუბარი შიდაარეულობასა და ხელისუფლების დამხობაზე, მიზნად, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას ისახავს.
პოლიტტექნოლოგისა და ხავერდოვანი რევოლუციების სპეციალისტის პიტერ აკერმანის სახელს უკავშირდერბა ხელისუფლებების ცვლილება ბოლივიასა და ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკაში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აკერმანის მონაწილეობით, ორდღიანი სემინარი ბაკურიანში გასულ კვირას შედგა.