"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
ოპოზიციის მხრიდან წამოცდენა იყო, რომ მოსასწრები 20 იანვრამდე უნდა მოასწრონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგ გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება და აგრესიული ლიბერალიზმი შესაძლოა, მეინსტრიმი აღარ იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას დრო და რესურსი ცაიტნოტში აქვს, 14 დეკემბერს ახალი პრეზიდენტის არჩევა მოხდება, ოპოზიციას ექნება მცდელობა, რომ საკონსტიტუციო პროცესი ჩაშალოს და ამისთვის პროვოკაციების მოწყობას არ მოერიდებიან.
„ოპოზიციას დრო და რესურსი ცაიტნოტში აქვთ, 14 დეკემბერს ახალი პრეზიდენტის არჩევა მოხდება. რა თქმა უნდა, ოპოზიციას მცდელობა ექნება, რომ საკონსტიტუციო პროცესი ჩაშალოს და ამისთვის პროვოკაციების მოწყობას არ მოერიდებიან. აქედან გამომდინარე, სუს-ის განცხადება გარკვეულ ინფორმაციას ეფუძნება, მაგრამ ამავე დროს, პრევენციულ ხასიათს ატარებს. ოპოზიციის მხრიდან წამოცდენა იყო, რომ მოსასწრები 20 იანვრამდე უნდა მოასწრონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგ გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება და აგრესიული ლიბერალიზმი შესაძლოა, მეინსტრიმი აღარ იყოს. ამიტომ, წნეხები მოიხსნება და მათი დღის წესრიგიც გაფერმკრთალდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.