„4 გოგო და + ბიჭი...“ - ვინ არის წყვილი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა აქვს
1734101460
"ქართული ოცნება" 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას მათი მომხრეების მიმართ არსებულ დარღვევებზე საუბრობს. ამის შესახებ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა და პროკურატურას საკითხით დაინტერესებისთვის მოუწოდა. პროკურატურაში უკვე შევიდა სარჩელი "ქართული ოცნების" სახელით.
"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, "ოცნების" ამომრჩევლების ნაწილს შეეზღუდა არჩევანის გაკეთების საშუალება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
"ოპოზიციამ თხარა, თხარა და თავისი სავარაუდო დანაშაულები გამოთხარა. ჩვენ ვნახეთ, რომ ბრიფინგზე 81 დადასტურებული, თორემ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი იქნება ასეთი ფაქტი, როდესაც ოპოზიციამ მოქალაქეების დაუკითხავად დაარეგისტრირა ეს ადამიანები სხვადასხვა კომისიაში - ზოგი დამკვირვებლად, ზოგი კომისიის წევრად, რის შემდეგაც მოქალაქეებმა უბრალოდ ვეღარ მიიღეს მონაწილეობა თავიანთ უბნებზე არჩევნებში. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რასაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი, რომ ადამიანს შეუზღუდო არჩევანის გაკეთების საშუალება. ახლა ამაზე დაიწყებს გამოძიებას პროკურატურა," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
"ქართული ოცნების" წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, დღეს ბრიფინგზე წარდგენილი იყო კონკრეტული მტკიცებულებები, რაც "კოლექტიური ნაცმოძრაობის" მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე მიუთითებს.
"დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" პარტიებმა და მათთან დაკავშირებულმა პირებმა, სავარაუდოდ, ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, ხელი შეუშალეს ჩვენ მოქალაქეებს, ამომრჩევლებს და მათ არ მიეცათ საშუალება, თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინათ", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს
1734122911