ოპოზიცია არ გვყავს, ფაქტობრივად - გვყავს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს ქვეყნის დაზიანებით რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს - გია ვოლსკი

ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტის წლიური მოხსენებით წარდგენასთან დაკავშირებულ სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან კონსტრუქციულობას არ ელოდება.

„ვინატრებდი კონსტრუქციულ მსჯელობას, თუნდაც კამათს. ასევე, კონსტრუქციულ მოხსენებას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც რეალურად, აწუხებს ხალხს, მსოფლიოს, ქვეყანას, რეგიონს. არასოდეს მაქვს კონსტრუქციულობის მოლოდინი, როდესაც ოპოზიცია არ გყავს, ფაქტობრივად - გყავს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს ქვეყნის დაზიანებით რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს. სამწუხაროდ, ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ბოლო პერიოდში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათზე მივა და წლიურ ანგარიშს წარადგენს.