ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ონი

ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი მოადგილე - ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სოფ. ფარახეთში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო დასრულებული გზის რეაბილიტაციის მდგომარეობას.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფ. ფარახეთის საავტომობილო გზის დაახლოებით 1 კმ სიგრძის მონაკვეთს, დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხების და მიწისქვეშა გადამღვრელების გათვალისწინებით.

სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შპს “ამბროლაურის ავტოგზა N10”-მ შეასრულა.

აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 200 000 ლარი შეადგინა (90% სახელმწიფო - 10% ადგილობრივი ბიუჯეტი).

პროექტი მრავალწლიანია და სოფ. ფარახეთის მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წელს გაგრძელდება.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი სისტემატურად განხორციელდება.