ომი უკრაინაში ჩვენი ომია, ეს ყველას ომია, რადგან უკრაინის გამარჯვება ყველა ჩვენგანისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია - ლიზ ტრასი

ლიზ

დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინის მთავრობის მხარდაჭერა უნდა გააორმაგონ და კიევს მძიმე შეიარაღება მიაწოდონ, რომელიც მას "რუსეთის მთელი უკრაინიდან განდევნის მიზნით სჭირდება"- ამის შესახებ ბრიფინგზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა.

ლიზ ტრასის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი, ყველა ჩვენგანის ომია.

"ჩვენ, უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უნდა გავაორმაგოთ და კრიზისში გამოვლენილ ერთიანობას უნდა მივყვეთ. ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი მიდგომა. ომი უკრაინაში ჩვენი ომია, ეს არის ყველას ომი, რადგან უკრაინის გამარჯვება ყველა ჩვენგანისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. მძიმე იარაღები, ტანკები, ჩვენი წარმოების გაძლიერება, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ," - განაცხადა ტრასმა.