„4 გოგო და + ბიჭი...“ - ვინ არის წყვილი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა აქვს
1734101460
როგორც იცით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნებს ვერ ვატარებთ, შესაბამისად, დელეგატებიც არ არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამიტომ , აქ არის ის საარჩევნო ოლქები სადაც დელეგატები იყვნენ წარმოდგენილი და სადაც ჩატარდა არჩევნები. საქართველოს სრულ ტერიტორიაზე არჩევნები ოკუპაციის გამო, ვერ ტარდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მის მიერ ბრიფინგზე წარმოდგენილ პრეზენტაციაში, ერთ-ერთ სლაიდზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებს.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუკაზე რუხი ფერით არის გამოსახული, მის გარშემო სხვა ქვეყნების ტერიტორიები - თეთრი ფერით, შესაბამისად, მისი შეფასებით, მსგავსი სპეკულაციები სამარცხვინოა.
„თუკი ვინმეს აქვს პრობლემა ფერების აღქმაში, მაშინ მათ მოვუწოდებ, რომ დააკვირდნენ, რომ საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ოკუპირებულია, რუხი ფერით არის გამოსახული, მის გარშემო არასაქართველოს ტერიტორიები არის თეთრი ფერით გამოსახული, ამიტომ, ესეც ხომ აჩვენებს, რა სამარცხვინო ხალხთან გვაქვს საქმე. ვინც მაგას აკეთებს, ეს ადამიანები, უბრალოდ, ამ ქვეყნის შვილები არ არიან ამ ქვეყნის შეფასებით. ვინ დაწერა? საქართველოს მოქალაქეებმა არ იციან რომ აფხაზეთში არ ტარდება არჩევნები თუ საქართველოს მოქალაქეებმა არ იციან, რომ ცხინვალში არჩევნებს ვერ ვატარებთ? რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ.“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პრეზენტაციის კონკრეტულ სლაიდში მოცემული იყო დელეგატების რუკა, შესაბამისად, ოკუპირებული ტერიტორიები იმავე ფერით ვერ იქნება აღნიშნული, რის აღსაქმელადაც, „ენჯეო-საზოგადოებას“ ამ საკითხის "დაღეჭვა" სჭირდება.
„რუკაზე როგორ იქნება აღქმული, ეს არის დელეგატების [რუკა], ეს ადამიანები ჩვენ რომ გველაპარაკებიან არჩევნების სისტემებზე, როდესაც იმხელა ცოდნა, გამჭრიახობა თუ უნარები არ აქვთ, ელემენტარული უნარების ტესტის საკითხია, რომ აღიქვა რა არის სლაიდზე - დელეგატების სლაიდი, საარჩევნო ოლქები, ოკუპირებული ტერიტორია - ასე უნდა დავუღეჭოთ, როგორც ჩანს, ყოველ მეორე დღეს ამ ენჯეო-საზოგადოებას.“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.