რიტუალი, რომელიც 00:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე უნდა შესრულდეს - მარიამ ციმინტიას რჩევა
1746042273
ოფიციალურმა კიევმა საქართველოს ხელისუფლებას სხვა არჩევანი არ დაუტოვა გარდა იმისა, რომ ან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს უკრაინასთან, ან იქ ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობის დონე დააქვეითოს. ეს სახელმწიფოს ღირსების საკითხია, და თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, მე მას ვერ გავუგებ! - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებული 19 პირის დასანქცირებას.
მისივე თქმით, ზელენსკიმ და ენტონი ბლინკენმა ნახეს, რომ მათ აქაურ აგენტურას და რადიკალურ ოპოზიციას გაუჭირდა და მორიგ ჯერზე ხელი შეაშველეს, ისევე როგორც ადრე ევროპარლამენტმა.
„რა დონეზე დახურდავდნენ უკრაინის არალეგიტიმური "პრეზიდენტი" ზელენსკი და უკრაინული ფესვების მქონე აშშ-ს წარმავალი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ხო ხედავთ! ნახეს რომ მათ აქაურ აგენტურას და რადიკალურ ოპოზიციას გაუჭირდა და მორიგ ჯერზე ხელი შეაშველეს, ისევე როგორც ადრე ევროპარლამენტმა.რუსულად ამას ერთი კარგი სახელი აქვს "обмельчали," ხოლო ინგლისურად კი "dwindle." ეხლა კი სერიოზულად, ოფიციალურმა კიევმა საქართველოს ხელისუფლებას სხვა არჩევანი არ დაუტოვა გარდა იმისა, რომ ან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს უკრაინასთან, ან იქ ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობის დონე დააქვეითოს. ეს სახელმწიფოს ღირსების საკითხია, და თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, მე მას ვერ გავუგებ!“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე.