ნუ მთხოვთ, დავგმო არჩევნები მხოლოდ იმიტომ, რომ არ მომწონს შედეგები, არ მაქვს ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არასამართლიანია - ხავიერ ბეტელი

ხავიერ ბეტელი

ნუ მთხოვთ, დავგმო არჩევნები მხოლოდ იმიტომ, რომ არ მომწონს მისი შედეგები. მე არ მაქვს ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ არჩევნები არასამართლიანია და მე ვიქნები პირველი, ვინც ვიტყვი, რომ თუ ეს ასეა, ამის მიღება შეუძლებელია, – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხავიერ ბეტელმა განაცხადა.

ამასთან, როგორც ბეტელმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, ქართველმა პარლამენტარებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი არიან პასუხისმგებელი ქვეყნის მოქმედებაზე და ევროპულ მომავალზე, რომელსაც ამომრჩეველს დაჰპირდნენ.

„საქართველო იყო ყველაზე დიდი სილის გარტყმა ჩემთვის, რაც კი ოდესმე მიმიღია. პრემიერ-მინისტრი ვიყავი, როდესაც გადაწყვიტეთ, საქართველოს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, დაეწყო ევროკავშირში შესვლის პროცედურები. სამი კვირის შემდეგ მათ დაიწყეს კანონების მიღება იურისტების, ჟურნალისტების წინააღმდეგ. მე ველოდები, ვნახო მოხსენება, რომ გავეცნო, კარგია თუ არა შედეგები, მაგრამ ვერ ვნახე ეს შედეგები. ნუ მთხოვთ, დავგმო არჩევნები მხოლოდ იმიტომ, რომ არ მომწონს მისი შედეგები. მე არ მაქვს ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ არჩევნები არასამართლიანია და მე ვიქნები პირველი, ვინც ვიტყვი, რომ თუ ეს ასეა, ამის მიღება შეუძლებელია. მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ამბობთ, არ მოგწონთ შედეგები, მე არ შემიძლია მისი უარყოფა. მე არაფერს უარვყოფ, მაგრამ საქართველოს ახალი მთავრობის მოქმედება გასაკიცხია მიუხედავად არჩევნების შედეგებისა. იმის სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის, რისი ერთგულიც იყოს არჩევნებამდე, ასე რომ, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვერ მივიღებთ. ვიმედოვნებ, პრეზიდენტი და გენერალური მდივანი მომდევნო კვირებში და თვეებში წარადგენთ პირობებს. მათთვის კარი ჯერ არ გიჩვენებიათ და თქვენ გსურთ მათთან დიალოგი, მაგრამ ქართველმა პარლამენტარებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი არიან პასუხისმგებელი ქვეყნის მოქმედებაზე და ევროპულ მომავალზე, რომელსაც ამომრჩეველს დაჰპირდნენ. ეს მათ ხელშია, სხვა არავის ხელში“, – განაცხადა ბეტელმა.