შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ნათესავის საწოლზე ან ტახტზე ძილი - ეზოთერიკოსების განმარტება
1772049694
არაერთი მსგავსი ინფორმაცია გასაჯაროებულა, რომ საქართველოს კრიტიკის ფონზე თავად ევროკავშირი და ამ შემთხვევაში ბრიტანეთი აქტიურად ვაჭრობს რუსეთთან, 8 მილიარდამდე ვაჭრობა უფიქსირდება სანქციების გვერდით ავლით დიდ ბრიტანეთს რუსეთთან და ეს ყველაფრის მთქმელია, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.
მისივე თქმით, რასაც საქართველოს აბრალებენ, თავადვე აკეთებენ ამ ყველაფერს, მათი ლოგიკაა, რომ ძალა აღმართს ხნავს და შეუძლიათ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი გაიტანონ.
„ამ ლოგიკით დაესხა რუსეთი უკრაინას თავს, რომ თავად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე უკრაინა და ამ ლოგიკით არაერთი უსამართლობა ხდება მსოფლიოში“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
საერთაშორისო წნეხის მიუხედავად, რუსეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობამ გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიებზე დარეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის იანვრამდე სულ მცირე 8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International ავრცელებს.