რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
შეიძლება ოპოზიციამ ოკუპაცია გაუკეთოს 9 აპრილის მონუმენტს, მაგრამ ოკუპაციას ვერ გაუკეთებს ამ ქვეყანას, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
„რაც 9 აპრილს გააკეთეს, ანალიტიკის უნარი რომ ჰქონდეთ, მიხვდებოდნენ, რომ ეს უზომოდ დამაზიანებელი იყო მათი რაციონალური გადმოსახედიდან. ჩვენთვის გულსატკენი იყო, რომ ადამიანებს არ მოგვეცა საშუალება მივსულიყავით და პატივი მიგვეგო გარდაცვლილთა სულებისთვის. 9 აპრილი არის მთელი ერის ტრაგედია და ყველას გვაქვს უფლება, რომ ეს დღე ვიგლოვოთ. როდესაც ამის საშუალებას არ გაძლევენ, კარგად ჩანს მათი სახე. მათ {ოპოზიციას] შეუძლიათ ოკუპაცია გაუკეთონ 9 აპრილის მონუმენტს, მაგრამ ისინი ოკუპაციას ვერ გაუკეთებენ ამ ქვეყანას“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
9 აპრილს საპროტესტო აქცია 9 აპრილის მემორიალთან აგრესიითა და პროვოკაციით მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებმა მემორიალთან მისვლის და გარდაცვლილთა ხსოვნისთვის პატივის მიგების საშუალება უმრავლესობის წარმომადგენლებს არ მისცეს.