ნინო წილოსანი: არიან ქვეყნები, რომლებსაც სურთ, საქართველო ისე დაიმონონ, რომ ჩვენ არ გვქონდეს პრეტენზია ოჯახის ღირებულებები დავიცვათ, არ გვქონდეს პრეტენზია, რომ ლგბტ პროპაგანდა ჩვენთვის მიუღებელია

ნინო წილოსანი

არიან ქვეყნები, რომლებსაც სურთ, რომ საქართველო ისე დაიმონოს, რომ ჩვენ არ გვქონდეს პრეტენზია, რომ ოჯახის ღირებულებები დავიცვათ, არ გვქონდეს პრეტენზია, რომ ლგბტ პროპაგანდა ჩვენთვის მიუღებელია, არ ვაპროტესტებდეთ და ხმას არ ვიღებდეთ იმაზე, რომ ომში ჩართვა სურთ., - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

„შეიცვალა მსოფლიო პოლიტიკა და დღის წესრიგი, მათ შორის ქვეყნების დაპყრობებისა და დამორჩილების პროცესები არა მარტო ტანკებით, არამედ იმ უსამართლო და დაუმსახურებელი სანქციებითა და გავლენებით, როგორსაც ახლა ჩვენ ვხედავთ.

არიან ქვეყნები, რომლებსაც სურთ, საქართველო ისე დაიმონონ, რომ ჩვენ არ გვქონდეს პრეტენზია ოჯახის ღირებულებები დავიცვათ, არ გვქონდეს პრეტენზია, რომ ლგბტ პროპაგანდა ჩვენთვის მიუღებელია, არ ვაპროტესტებდეთ და ხმას არ ვიღებდეთ იმაზე, რომ ომში ჩართვა სურთ. ძალიან კარგი ქრონოლოგია შეიძლება გაკეთდეს უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, საიდნაც იწყება მთელი უბედურებები და ქარტეხილი, რომელშიც „ქართული ოცნება“ გამოატარეს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.