პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ალბათ, დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ეს პარალელური პროცესი სწორედ იმიტომ განვითარდა, რომ დეპოლარიზაცია ჩვენს საზოგადოებაში, როგორც სამწუხარო მოვლენა, შენარჩუნდეს და გაღრმავდეს - წმინდა პოლიტიკური დემარშია და არა საქმეზე ორიენტირებული პროცესი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, სამუშაო ჯგუფები, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად შეიქმნა, გრაფიკის დაცვით მუშაობს.
მისივე განმარტებით, რაც შეეხება ოპოზიციის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებს, ვოლსკის თქმით, თუკი რაიმე მოსაზრება იქნება მათი ფორმატიდან წარმოდგენილი, რეგლამენტი მის საფუძვლიან განხილვას ითვალისწინებს.
„ვთქვი და მინდა კიდევ გავიმეორო, თუკი სადმე რაიმე სამუშაო ჯგუფი არსებობს ეს იქნება ოპოზიციის, თუ ექსპერტთა ჯგუფები ან თუნდაც, მოქალაქეთა გაერთიანება, რომელიც წარმოადგენს რაიმე ალტერნატიულ წინადადებას, ეს დასაძრახი არ არის, ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ როდესაც პარალელური პროცესის განვითარებას იყენებ იმისთვის, რომ შექმნა დესტაბილიზაციის სურათი და საპარლამენტო ფორმატის მიმართ გააფთრებულად გაილაშქრო, რასაკვირველია, აქ უკვე საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება. უკვე ეჭვიც აღარ არის. ალბათ, დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ეს პარალელური პროცესი სწორედ იმიტომ განვითარდა, რომ დეპოლარიზაცია ჩვენს საზოგადოებაში, როგორც სამწუხარო მოვლენა, შენარჩუნდეს და გაღრმავდეს - წმინდა პოლიტიკური დემარშია და არა საქმეზე ორიენტირებული პროცესი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუკი რაიმე მოსაზრება იქნება, თუნდაც ამ ფორმატიდან წარმოდგენილი, რეგლამენტი მის საფუძვლიან განხილვას ითვალისწინებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.