„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე.
ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მოქმედ პრეზიდენტს პია კაუმას მისი ლიდერობისთვის და ძალისხმევისთვის, ეწარმოებინა კონსტრუქციული დიალოგი რთულ პირობებში და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.
სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ეგზისტენციალურ კრიზისშია და ეუთო-მ ვერ შეძლო შეეჩერებინა რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოსა და უკრაინაში, ასევე ვერ ახერხებს სხვა კონფლიქტების რეგულირებას.
"ჩვენი დებატების თემა არის ეუთო ჰელსინკიდან 50 წლის შემდეგ. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ორგანიზაცია ახლა ეგზისტენციალური კრიზისის წინაშეა. ის უსაფრთხოების არქიტექტურა, რომლის შექმნასაც ის ცდილობდა წევრი სახელმწიფოებისთვის, უკვე დანგრეულია. ჩემი ქვეყნის სუვერენული ტერიტორიები უკვე 17 წელია ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საერთაშორისო თანამეგობრობა ვერაფერს ახერხებს სტატუს-კვოს შესაცვლელად", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
დელეგაციის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი წევრის მცდელობაზე, გააჩუმონ და ორგანიზაციიდან გარიცხონ დელეგაციის ის წევრები, რომლებიც არ იზიარებენ მათ მოსაზრებებს.
"ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ ასამბლეის რამდენიმე წევრმა წერილით მიმართა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს, რომ ქართული დელეგაციის წევრები არ შემოეშვა ქვეყანაში. ეს არის სამარცხვინო ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება ეუთო-ს და ზოგადად პარლამენტარიზმის პრინციპებს", - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.
ნიკოლოზ სამხარაძემ გააკრიტიკა საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ დამატებული შესწორებები. მისი თქმით, კომიტეტებში გამართულ დებატებზე ნათლად გამოჩნდა, რომ ქვეყნის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა და სრულად უგულებელყოფს ფაქტებს.
"თუ დღეს ხდება საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშების შინაარსის დამახინჯება, სიცრუის გავრცელება და პიროტექნიკითა და "მოლოტოვის" კოქტეილებით "შეიარაღებული" თავდამსხმელების მშვიდობიან მოქალაქეებად მონათვლა, ხვალ, ამავე ლოგიკით, შეიძლება გვიწოდონ სპილოები და თუ უმრავლესობას ეს ტერმინი მოეწონება, მაშინ მსგავსი აბსურდი შეიძლება რეზოლუციაში მოხვდეს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, მნიშვნელოვანია ყველა დარჩეს სიმართლისა და კანონის უზენაესობის მხარეს.
"მჯერა, რომ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს ტყუილზე და ფაქტები ყოველთვის იმარჯვებს აღქმებზე. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ როდესაც მომავალ წელს ისევ შევიკრიბებით, უფრო პოზიტიურ მოვლენებზე კონცენტრირებას შევძლებთ", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს
1751308773
მძიმე ავარია ორთაჭალაში - არის მსხვერპლი
1751550779