ნიკოლოზ სამხარაძე: ეს ამბავი უკვე გახმაურდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზეც, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, თითქოს რეზოლუცია მიიღეს. ამან დიდი აღშფოთება გამოიწვია წევრებში

ნიკოლოზ სამხარაძე

ეს ამბავი უკვე გახმაურდა [ეუთო-ს] საპარლამენტო ასამბლეაზეც, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, თითქოს რეზოლუცია მიიღეს. ამან დიდი აღშფოთება გამოიწვია წევრებში, - ასე გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე „ნაცმოძრაობის“ მორიგ ტყუილს.

მისი თქმით, მიუღებელია, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია, რომელიც არც არის ამ საპარლამენტო ასამბლეის წევრი ასეთი მავნებლური გზებით სახელს უტეხს საპარლამენტო ასამბლეას.

„ეს ამბავი უკვე გახმაურდა [ეუთო-ს] საპარლამენტო ასამბლეაზეც, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, თითქოს რეზოლუცია მიიღეს. ამან დიდი აღშფოთება გამოიწვია წევრებში, რადგან მიუღებელია, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია, რომელიც არც არის ამ საპარლამენტო ასამბლეის წევრი ასეთი მავნებლური გზებით ახდენს საზოგადოების დეზინფორმირებას და სახელს უტეხს საპარლამენტო ასამბლეას. დიდი მადლობა მათ იმისთვის, რომ საკითხს ნათელი მოჰფინეს. მადლობა ასევე მზაობისთვის, რომ საქართველოსთან ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში“, - აღნიშნა სამხარაძემ.

თინა ბოკუჩავა და გიგი წერეთელი ამტკიცებდნენ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მიმართ კრიტიკული შინაარსის არის. „ნაცმოძრაობის“ ტყუილი მალევე გამჟღავნდა.

„ქრონიკის“ კითხვის პასუხად, ეუთოს სპიკერი ადასტურებს, რომ თინა ბოკუჩავამ მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ ეუთომ საქართველოს წინააღმდეგ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო: გავრცელებული ცნობა, რომ ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, სიცრუეა.