ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა
1763553219
კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა, ძალისხმევას არ დავიშურებთ ქართულ-სომხური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, – ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა, ვაგჰან ხაჩატურიანმა ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.
ხაჩატურიანის თქმით, სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობა ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ახლა კიდევ უფრო ვითარდება.
„ძალიან სასიხარულოა მეგობარ ქვეყანაში სტუმრობა. ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი თანამშროლობის მნიშვნელობას. სომეხი ხალხისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე დამყარებული ურთიერთობები. ბოლო დროს მაღალი და უმაღლესი ორმხირივი ვიზიტები მკაფიოდ უსვამს ხაზს, როგორ მაღალ დონეზეა ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ მივედით სტრატეგიული თანამშრომლობის პუნქტამდე, მივიყვანეთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა. ყოველთვის სტრატეგიული იყო ეს ურთიერთობა, მაგრამ ახლა ოფიციალური სახე მიეცა. დღეს ჩემს პატივცემულ მეგობართან მეტად მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის მრავალი სფერო და განგრძობითი ნაბიჯები. ასევე, განხილვის თემა იყო ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო პროექტები“, – განაცხადა ხაჩატურიანმა.
სომხეთის პრეზიდენტის თქმით, ქართველ კოლეგასთან ასევე განიხილა რეგიონული საკითხები.
„სომხეთი აქტიურად ემზადება სასიცოცხლო კონვენციის მეჩვიდმეტე კონფერენციისთვის და მერვე ევროპული სამოქალაქო ფორუმისთვის. ველოდებით მასში საქართველოს მონაწილეობას. ამასთან, განვიხილეთ რეგიონული საკითხები. შევეხეთ 8 აგვისტოს გაფორმებულ სამშვიდობო ხელშეკრულების საკითხებს და ეკონომიკური საკითხები, რომლებიც თანხვედრაშია სომხეთის მიერ წარმოდგენილ მშვიდობის ხელშეკრულებასთან. მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთანამშრომლობა, რომელიც სუვერენიტეტის, იდენტობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზეა დაფუძნებული. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება, ასევე ის პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, სამხრეთ კავკასიას აქცევს ლოგისტიკურ ცენტრად. კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა, ძალისხმევას არ დავიშურებთ ქართულ-სომხური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის“, – განაცხადა ხაჩატურიანმა.
სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან – სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი, ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი და მოადგილე არმან ხოჟოიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სუმბატიანი, სომხეთის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ხაჩატურ პოღოსიანი და ეროვნული ასამბლეის წევრი შირაკ ტოროსიანი.
ვაგჰან ხაჩატურიანი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს.