ნიკოლოზ სამხარაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის დუმილზე: ეს მათ ბეჩავ მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს

ნიკოლოზ სამხარაძე

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციის დუმილი მათ ბეჩავ მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

„გასაგებია, რომ მათ არ ახარებთ არანაირი წინსვლა და წარმატება, რომელიც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, თუმცა ასეთი ტიპის ქმედება საერთოდ გაუგონარი და მიუღებელია. ისინი უნდა ხვდებოდნენ, რომ 21-ე საუკუნეში ინფორმაციის დამალვა მათ მიზნებს არ წაადგება. ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ სხვა არხებით ინფორმაციაზე წვდომა და ეს მათ ბეჩავ მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს მთავრობის მოწვევით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია - ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.

✕