გარემო ძალიან მშვიდი იყო, არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა - დამკვირვებელი ლატვიიდან რეინის ტოჩელოვსკისი

 რეინის ტოჩელოვსკისი

კარგად ორგანიზებული პროცესი, რომელიც მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა - ასეთია საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები, რომლებიც საარჩევნო პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდებოდნენ.

"ჩვენ მცირე ექსპერტთა ჯგუფთან ერთად ვაკვირდებოდით არჩევნებს თბილისში და მიმდებარე ტერიტორიებზე. გარემო ძალიან მშვიდი იყო. არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა. ჩვენ, ასევე ვესაუბრეთ ამომრჩევლებს, რომლებიც საარჩევნო უბნებიდან გამოდიოდნენ და ყველამ აღნიშნა, რომ პროცესი ორგანიზებული იყო", - განაცხადა დამკვირვებელი ლატვიიდან რეინის ტოჩელოვსკისმა.

მეორე დღეა უცხოელი დამკვირვებლებს შემაჯამებელ ბრიფინგებს მართავენ. თვითმმართველობის არჩევნებს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდებოდა. მათ შორის. როგორც საელჩოების, ევროპარლამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 21 ქვეყნიდან.