„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
დღევანდელი დაანონსებული აქცია არის გუშინდელის გაგრძელება და გუშინდელი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო გუშინწინდელი აქციის გაგრძელების ნაწილი. ეს არის ერთი ჯაჭვი, რომელიც შარშან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აეწყო იმისთვის, რომ დამარცხებულ მხარეს როდესაც ნახეს მათმა მფარველებმა, რომ ვერ დასვეს საქართველოს ხელისუფლებაში საკუთარი მარიონეტული რეჟიმი, იმისთვის, რომ არადემოკრატიული გზით, სახელმწიფო გადატრიალებით ჩაეგდო ხელში ხელისუფლება მათთვის სასურველ მარიონეტებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, სწორედ ამის ნაწილი იყო მიმდინარე ზიზღის კამპანია, რომელიც ამის შემდეგ ხორციელდებოდა - დევნა, პარლამენტის ქალი წევრების მიმართ ბავშვებთან ერთად დევნა, შეურაცხყოფა, თავდასხმა.
„გახსოვთ როგორ იხუტებდნენ ამ თავდამსხმელებს სხვადასხვა დიპლომატები, რომლებიც მათ ეძახდნენ საქართველოს მომავალს. ეს იყო მომზადება, ზიზღით დატვირთვა ადამიანების, რადგან სწორედ ამ კულმინაციამდე მისულიყო და ხელი აღემართათ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაზე და წასულიყვნენ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმზე. აქამდე მიიყვანეს ამ დღეების განმავლობაში, ამას ემსახურებოდა ეს ყოველდღიური ისტერია, რომელიც მათ ჰქონდათ ღამ-ღამობით გამართული, დამუხტვა ზიზღით, სიძულვილით და ჩვენება, რომ ეს იყო მისაღები, რომ ეს ტერორიზმი არის თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომ ისინი არიან საქართველოს მომავალი, რომ ეს არის ევროპა, რომ მოლოტოვის კოქტეილი არის ევროპა და ამას აფინანსებდნენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან, მიიყვანეს ამ მომენტამდე, მოამზადეს, არჩევნები ყოველთვის ხელსაყრელი მომენტია პოლიტიკური კულმინაციისთვის, დააანონსეს, რომ 4 ოქტომბერს იქნებოდა ხელისუფლების დამხობა.
ბრიუსელის პრეს-სპიკერმა მხარი დაუჭირა და სოლიდარობა გამოუცხადა 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის აქციას. 10 დღის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე ხაზს ვუსვამდი პრეს-სპიკერ ჰიპერის ამ განცხადებას, რომ ეს იყო 4 ოქტომბრის ძალადობის წახალისება, არავინ გამიჯვნია ამას ბრიუსელიდან და გუშინ ვიხილეთ როგორ ასრულდა ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. საზოგადოება არ ივიწყებს იმ განცხადებას, რომელიც იყო სოლიდარული სახელმწიფო გადატრიალების და ხელისუფლების დამხობის აქციის მიმართ. იმ პროცესების შემდეგ რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ქართული საზოგადოება უფრო დაჟინებით მოელის პასუხს იმ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რომელიც თავის დროზე გამოუცხადეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.