„ამოიცნო და 60 ჭრილობა მიაყენეს…“ - რა დეტალები ხდება ცნობილი, გურიაში, სასტიკად მოკლულ ქალზე
1788164646
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ, ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის სექტორში განხორციელებული ინვესტიციების გათვალისწინებით, სომხეთს დამატებითი ელექტროენერგიის იმპორტისთვის სხვადასხვა ვარიანტი სჭირდება, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, აზერბაიჯანიდან.
„ელექტროენერგიის მოხმარების სხვადასხვა რეჟიმი არსებობს და ზოგჯერ ქვეყნებს აქვთ ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობა, ზოგჯერ კი – მოთხოვნა. ელექტროენერგიის იმპორტის საკითხს ასევე განვიხილავთ საქართველოსთან, ირანთან და თურქეთთან“, – განაცხადა ფაშინიანმა ბრიფინგზე.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებობს პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საზღვართან ევროკავშირის დაფინანსებით კონვერტორული სადგური შენდება, რათა ელექტროენერგიის იმპორტი და ექსპორტი გამარტივდეს.
ფაშინიანმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ელექტროენერგიით ვაჭრობისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ურთიერთდაკავშირების საკითხებზე.