ახლახან ჩავიბარეთ საქმის ახალი მასალები... - გურამ დადიანიძის ადვოკატი ინფორმაციას ავრცელებს
1788120522
დანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც 23-დან 60 წლამდე უკრაინელ მამაკაცებს ქვეყანაში ბინადრობის უფლება აღარ ექნებათ. ინფორმაციას დანიური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ცვლილებები შედის დანიის სპეციალურ კანონში უკრაინელების შესახებ, რომელიც პარლამენტმა ჯერ კიდევ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიიღო.
„ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების წესები არ არის შექმნილი იმისთვის, რათა ისინი უკრაინის დაცვისთვის საჭირო მობილიზაციისგან თავის ასარიდებლად გამოიყენონ. ეს უკრაინის სამხედრო ძალისხმევას ძირს უთხრის“, - განაცხადა დანიის იმიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრმა მორტენ ბედსკოვმა.
მისი თქმით, დანიის კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ უკრაინელებს თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელების საშუალება ჰქონდეთ.
როგორც მედია იუწყება, 2022 წლის მარტში მიღებული სპეციალური კანონი უფლებას აძლევდა უკრაინის მოქალაქეებს დანიაში სტანდარტული პროცედურების გავლის გარეშე თავშესაფარი მიეღოთ. აღნიშნული წესი ვრცელდებოდა ყველა უკრაინელზე, სქესის, ასაკისა და სამხედრო ვალდებულების მიუხედავად.
ახლა, ახალი კანონის მიხედვით, უკრაინელებს, რომელთა ასაკი 23-60 წელია, თავშესაფარს აღარ მისცემენ.