ნიკა მელია: ჯერ ბევრისთვის ყველაფერი არ არის გასაგები - მალე გახდება

მელია

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში მის მიერვე 2019 წელს გამოქვეყნებული პოსტი გააზიარა და სოციალური ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელს კომენტარის სახით დაუწერა, რომ  "ჯერ ბევრისთვის ყველაფერი არ არის გასაგები - მალე გახდება". 

როგორც ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერდა, ოლიგარქი მიუღებელია, როგორც ოპოზიციაში, ისე ხელისუფლებაში. 

"ჩემთვის ოლიგარქი მიუღებელია გინდ ოპოზიციონერი და გინდ ხელისუფლებაში მყოფი, გინდ “ჩემიანი” და გინდ “შენიანი”, გინდ ქვეყანაში და გინდ მის გარეთ მყოფი. გამგები გაიგებს...",- წერს მელია