1733169705
ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიას აფუძნებს
„ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შემდეგ, ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიას აფუძნებს.
„ეს პარტია ძალიან ბევრს გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის. იქნებიან სკეპტიკოსები, ბევრი მინახავს ასეთი, მაგრამ შემდეგ მათ პოზიცია შეუცვლიათ. ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რომელზეც უნდა დაშენდეს კვალიფიკაცია, ცოდნაც, ხედვაც, იქნება ის პარტია, რომელიც დაფუძნდება და დაფუძნდება ძალიან მალე, გონივრულ ვადაში. ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალიდან დავიწყებთ მუშაობას. მნიშვნელოვანი მუშაობა იქნება გასატარებელი და შესაბამის პერიოდში დაფუძნდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.