უკრაინაში რუსეთის დამარცხების “რეცეპტს” ამხელენ - ნახეთ პოდილიაკის გამარჯვების “ფორმულა”

სულ 200

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინა არ არის დაინტერესებული რუსეთთან გაჭიანურებული ომით, ისევე როგორც მთელი მსოფლიო.

მან რუსეთთან გამარჯვების “რეცეპტი” დაასახელა.

“ამ თვეში ვერ დავამარცხებთ, მაგრამ წელს შეგვიძლია.

გამარჯვების რეცეპტი მარტივია:

ნავთობის ნამდვილი ემბარგო + ტანკები, თვითმფრინავები და არტილერია.

მოდი, ერთად დავასრულოთ”,– დაწერა პოდოლიაკმა ტვიტერზე.