პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„საქართველო დღეს ისე ახლოს არის ევროკავშირთან, როგორც არასდროს ყოფილა“, − ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. რატი ბრეგაძის თქმით, საქართველოს ევროპული არჩევანი გაკეთებულია და ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებულია, აღასრულოს ქართველი ხალხის ნება:
„ჩვენ ვაგრძელებთ იმ დაკვეთის შესრულებას, რომელიც მივიღეთ ქართველი ხალხისგან... საქართველოს ევროპული არჩევანი გაკეთებულია საქართველოს მოსახლეობის მიერ, მას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. ამ გზაზე, ბუნებრივია, შესაძლებელია, იყოს ნებისმიერი წინააღმდეგობა, გამოხატული სხვადასხვა სუბიექტური ინტერესის მქონე პირებისგან და წარმატებით იქნება დაძლეული. ჩვენ, ჩვენი მხრივ, მაქსიმუმს ვაკეთებთ და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნება იყოს სრული მასშტაბით უზრუნველყოფილი“.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროპული მომავლის დაყვანა კონკრეტულ ინდივიდებამდე და მათ მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებებამდე ცალსახად ტენდენციური იქნება.
„საქართველოს ევროპულ მომავალს თუკი ვინმე აიღებს და დაიყვანს, მაგალითად, კონკრეტულ ინდივიდებამდე, რომლებთან მიმართებითაც სახელმწიფოს ყველა მოქმედების კორექტულობა დაადასტურა, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ეს იქნება ცალსახად ტენდენციური ჩარევა... ევროკავშირი ეფუძნება კანონის უზენაესობის იდეას, კანონის უზენაესობას საქართველოში, ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, კანონის მოთხოვნის განუხრელად დაცვას“.