დაკავებულია პირი, რომელიც ბაჩიაშვილს ქვეყნიდან ფარულად გაყვანაში დაეხმარა - შსს დეტალებს ავრცელებს
1741252008
მმართველი გუნდის წევრების მიმართ დაწესებულ სანქციების მიზეზებთან დაკავშირებით, ოპოზიციაში შეფასებები გრძელდება. ამასთან, ოპოზიციურ სპექტრში აფასებენ "ქართული ოცნების" განცხადებებს, რომლებიც საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებენ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სანქცირდებიან კონკრეტული პირები და ამ მიმართულებით მუშაობაში პრობლემას ვერ ხედავენ.
"კარგად ვიცი, რომ პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინფორმირებაში აქტიურად არიან ჩართულები. შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ამასთან გვქონდეს საქმე - კონკრეტული ფაქტების მიწოდებაზე. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ დასავლური სახელმწიფოები, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობს - სასამართლო იქნება ეს, პროკურატურა, პარლამენტი თუ ა.შ. - ასე ზერელედ არ იღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტული, გამყარებული მტკიცებულებების გარეშე," - აცხადებს პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე კი აცხადებს, რომ "ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა, გადაწყვიტოს, ვინ უნდა დაასანქციროს".
"ძალიან მარტივი წარმოდგენა გაქვთ სიის შედგენის. ჩვენ გვყავს სტრატეგიული პარტნიორები, რომლებსაც აქვთ წარმოდგენილი თავისი წარმომადგენლები - საელჩოების სახით და ყველა ეს სია, რომელიც დგება, არის მათი პრეროგატივა. "ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა, გადაწყვიტოს, ვინ უნდა დაასანქციროს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, "ქართული ოცნება" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს. საქმე იმაშია, რომ ორგანიზაციამ გაავრცელა დეტალური აღწერა ესტონეთის მიერ სანქცირებული პირების. ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია სანქცირების მიზეზებიც. "ლაშა ტალახაძე გამოირჩევა აგრესიულობით" - ვკითხულობთ ორგანიხაციის ვებგვერდზე. "ქართული ოცნებისთვის" ეს არის დასტური, რომ სანქცირებულთა სია შეიქმნა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კოორდინაციით, ორგანიზაცია გასული წლიდან სწორედ ესტონეთში არის დარეგისტრირებული. ბალტიის ქვეყნების გადაწყვეტილება სამი დღის წინ გახდა ცნობილი. ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, მათ შორის დეპუტატებს, სასამართლო ხელისუფლების და, ასევე "ალტ-ინფოს" წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.