ნებისმიერი ღირსეული და თავმოყვარე ქვეყნის ხელისუფლების ვალია, მომავალი თაობა დაიცვას იმ ბინძური პროპაგანდისგან, რასაც ლგბტ პროპაგანდა ჰქვია - ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონში ვერ მომიყვანენ ვერც ერთ მუხლს, ვერც ერთ ჩანაწერს, რითაც შესაძლოა, ლგბტ თემის უფლებები შეიზღუდოს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აღნიშნული გამორიცხულია.

„რაც შეეხება პროპაგანდას, ეს არის უდიდესი გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ გლობალური გამოწვევაა. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, რომ ნებისმიერი ღირსეული და თავმოყვარე ქვეყნის ხელისუფლების ვალია, რომ თავისი მომავალი თაობა დაიცვას, ხაზგასმით ვამბობ, იმ ბინძური პროპაგანდისგან, რასაც ლგბტ პროპაგანდა ჰქვია“, - აღნიშნა კირცხალიამ.

ჯიმ ო’ბრაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა: „შეშფოთებული ვარ ხელმოწერილი კანონმდებლობით, რომელიც თავისუფლებებს ზღუდავს და საქართველოს ევროპას აშორებს“.