ჯარიმა 3000 ლარამდე იზრდება - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1730231664
„ნაციონალურ მოძრაობაში“ სავარაუდოდ ხდება ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის განცხადებით, პარტია სულს ღაფავს და აქამდე მრავალი კრიზისის აკუმულირებამ მიიყვანა.
„ეს არის საბოლოო პროცესი ჩამოშლისა, რაც არა ერთი წლის წინ დაიწყო. რასაკვირველია, როდესაც ვერ ჩამოყალიბდა ვერცერთი მათი წარმომადგენელი ლიდერად, ვინც ჩაანაცვლებდა მიხეილ სააკაშვილს და წარუძღვებოდა ამ პარტიას; როდესაც პარტიამ არ ისურვა განახლება, რეალურ და ძირეულ ცვლილებებზე მაქვს საუბარი; როდესაც ისინი ვერ გადავიდნენ დესტრუქციიდან კონსტრუქციულ რეჟიმზე; როდესაც მათ ვერ იპოვეს საკუთარ თავში ძალა თითოეული იმ ოჯახისთვის მოეხადათ ბოდიში და შემდეგ მოესმინათ ამ ოჯახების პასუხი, მიიღებდნენ თუ არა ისინი ამ ბოდიშს იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მათ მრავლად ჩაიდინეს ხელისუფლებაში ყოფნისას. კიდე სხვა მრავალი კრიზისის აკუმულირებამ მოიტანა ის, რომ რეალურად ეს პოლიტიკური მოძრაობა სულს ღაფავს და ალბათ საბოლოოდ გაქრება პოლიტიკური სცენიდან“, – განაცხადა წულუკიანმა.