„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
მნიშვნელოვანი განცხადება იყო, მათ შორის, ქალბატონ თეასი და მე ამ კუთხით სოლიდარული ვარ მისი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.
იგი გამოეხმაურა თეა წულუკიანის განცხადებას, რომლის თანახმადაც კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით წიკლაურმა მასზე დასარტყმელად გაიწია.
„მნიშვნელოვანი განცხადება იყო, მათ შორის, ქალბატონ თეასი და მე ამ კუთხით სოლიდარული ვარ მისი. აბსოლუტურად მიუღებელია და მოვუწოდებდი ფედერაციის ხელმძღვანელს, სათანადო დასკვნები გამოიტანოს ამ ყველაფრისგან. რა თმა უნდა, მიუღებელია ასეთი ქცევა.
რაც შეეხება პარლამენტის საქმიანობას ამ კუთხით, იქნება ეს ოჯახში ძალადობა თუ ქალთ მიმართ ძალადობის სხვა ფორმა, იცით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში შეიქმნა კანონმდებლობაში შესაბამისი ჩარჩო-კანონი და შესაბამისი რეაქციაც ხდება. მათ შორის ახლაც, 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე მუშაობის პირობებში, ერთ-ერთი გენდერულ, ქალთა საკითხებს შეეხება და მათ უფლებებს. ამ მხრივაც იქნება სიახლეები სხვადასხვა საკითხის მოწესრიგების კუთხით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა დავით წიკლაურმა მასზე დასარტყმელად გაიწია.