„ნაცმოძრაობა“ ცდილობს, ხავსს მოეჭიდოს და შექმნილი აჟიოტაჟი საკუთარი ინტერესებისათვის გამოიყენოს - რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, შექმნილი აჟიოტაჟი საკუთარი ინტერესებისათვის გამოიყენოს. 

"მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ დადგმულ სპექტაკლს, რომლის განხორციელებასაც ცდილობს რეინკარნირებული კომუნისტური პარტია, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომელიც ძალიან დეზორგანიზებულია, დეზორიენტირებულია და ცდილობს, ხავსს მოეჭიდოს, შექმნილი აჟიოტაჟი გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისათვის. 

ეს იყო პოლიტიკური კამპანიის ნაწილი, რომ "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც განიცადა ამდენი საარჩევნო მარცხი, დაკარგა ყოველგვარი საზოგადოებრივი ნდობა, იმართება თავიდან ბოლომდე არაფორმალურად, აქვთ შიდა განხეთქილება, მოქმედებდნენ თვითგადარჩენის ინსტინქტით და უნდოდათ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში.