უკრაინელი მომღერალი რუსეთში მყოფ კოლეგას მწვავედ დაუპირისპირდა - რა მოხდა მათ შორის?

tina karoli

"ჭიების საჭმელი იქნები" - უკრაინელი მომღერალი თინა კაროლი პუტინისტ მომღერალს, გრეგორი ლეპსს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ის რუსეთიდან ოკუპირებულ დონბასში ჩავიდა და რუსულ საოკუპაციო ძალებთან ერთად გადაღებული ვიდეო გაავრცელა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა აქვეყნებს. 

მომღერალმა თინა კაროლმა რუს არტისტს გრიგორი ლეპსს მიმართა, რომელიც ცოტა ხნის წინ დონბასს ოკუპანტების მხარდასაჭერად ეწვია, სადაც მან კონცერტი უნდა გამართოს.

კაროლის თქმით, მან დიდი ხანია გაიგო, როგორი ადამიანია ლეპსი. ახლა, გახარებული აღნიშნავს, რომ მრავალი წლის წინ ლეპსის პროდიუსერობზე  უარი თქვა.

"შინაგანად ცხოველი... ყველაფერი ნათელი იყო მაშინაც კი, როცა ვუთხარი  სწრაფად ნუ გაიქცევი-მეთქი, ჩვენ სათანადოდ შეგხვდებით და თქვენ ჭიების საკვები იქნებით", - ამბობს კაროლი. 

გარდა ამისა, მომღერალი გამოეხმაურა სიმღერას, რომელიც ლეპსმა დონბასისკენ მიმავალ გზაზე მანქანაში იმღერა - ვისოცკის „რაინდთა ტურნირი“.

"ტრეკი აირჩია ახალგაზრდა კაცმა", - დასძინა კაროლმა.

შეგახსენებთ, რომ გრეგორი ლეპსი იმ საქნცირებულ მომღერლებს შორისაა, რომლებიც უკრაინამ სპეციალურ სიაში შეიყვანა. 

გრეგორი ლეპსი წარმოშობით ქართველია, ლეპსამდე ის გრიგორ ლეფსვერიძე იყო.