პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს.
დედაქალაქის მერმა მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მიესალმება გადაწყვეტილებას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდეს, რადგან აღნიშნული პარტია სწორედ მსგავს კანდიდატს იმსახურებს.
„მე ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას ვუჭერ მხარს. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს იმ მდგომარეობაშია, რომ სწორედ ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ. ჩემი სრული მხარდაჭერა მას. ძალიან გამიხარდება, თუ ლევან ხაბეიშვილი იქნება არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ. ცოტა უფრო მეტად გავერთობით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.