დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
"სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებსაც არ უნდათ პარლამენტიდან გასვლა და იციან, რომ არც ერთი სხვა პარტია არ დათანხმდებათ ამაზე", - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ამიტომაც არის პირობა დაყენებული, რომ სხვა პარტიები თუ დათანხმდებიან, მაშინ აქვს აზრიო, რადგან იციან, რომ არ დათანხმდებიან, არც ბოიკოტი შედგება და მეორეს მხრივ, თავიანთ ამომრჩეველს გაახარებენ, რომ ისინი ასე რადიკალები და მებრძოლი პოლიტიკოსები არიან“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.
"მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით, ოპოზიციის ნაწილი ისევ მანდატების დათმობაზე ალაპარაკდა.